Wednesday, July 13, 2011




1.პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური საკრავები

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს, ინსტრუმენტებს და მათ ისტორიას. გეგმავენ პრეზენტაციას და ინაწილებენ ფუნქციებს.

3.პროექტის აქტუალობა: ქართული ფოლკლორი ქართული სულიერების მატარებელია და ამ სულიერების გაღვიძება მოსწავლეებში.

4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებს გავაცნო ქართული ფოლკლორი, საკრავები და მათი ისტორია. ხალხური სიმღერა რომელშიც ასახულია ხალხის ყოფა, ადათწესები, ისტორია და ტრადიცია.

5.მონაწილეთა ასაკი:12–13 წელი. VII-კლასი.

6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან თავიანთი ქვეყნის კულტურას,საკრავების ისტორიას, როგორ იქმნებოდა და როგორ მოაღწია ჩვენამდე ქართულმა ხალხურმა საკრავებმა.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, ენციკლოპედია, კომპიუტერი.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ხალხურ საკრავები სამ ჯგუფად იყოფა: სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი. შესაბამისად კლასსაც სამ ჯგუფად დავყოფ და თითოეულ ჯგუფს მივუთითებ დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია ხალხურ საკრავებზე მის შექმნაზე (როგორ შეიქმნა და რისგან მზადდება თითოეული საკრავი). ისაუბრებენ აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამზადებულ (ერთიდაიგივე დასახელების) საკრავებზე მათ მსგავსება განსხვავებებზე. რითი განსხვავდება მოცემული საკრავები ერთმანეთისაგან, რა განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს თითოეული საკრავის ტემბრსა და ჟღერადობას. გაარკვევენ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ხალხურ საკრავებს. ისაუბრებენ რომელ მოსაზღვრე ქვეყნებში გვხვდება მსგავსი ტიპის საკრავები. მოიძიებენ საკრავების ფოტო–სურათებს კომპიუტერის საშუალებით, მუსიკალურ ჩანაწერებს (რამდენიმე სიმღერასა და მელოდიას) ამ საკრავების შესრულებით.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში და მუსიკაში.
მუს.VII.6. მოსწავლე ავლენს ჯგუფში მუშაობის უნარ–ჩვევას.
*მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
*ეხმარება თანაკლასელებს.
*ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს.
მუს.VII.14. მოსწავლე ასხვავებს მუსიჯალურ საკრავებს.
*ამოიცნობს საკრავებს ფორმისა და ჟღერადობის მიხედვით.
*ცნობს და ასახელებს საკრავის ცალკეულ ნაწილებს (ხემი, ჯორაკი, კლავიში...)
*ასაბუთებს თავის დამოკიდებულებას იმ ინსტრუმენტის მიმართ, რომელიც გამოარჩია სხვა ინსტრუმენტებისაგან (მოსწონს მასზე შესრულების მანერა, ტემბრი, ფორმა...).

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეონა ჭანტურია.

12.ხელმძღვანლის ელ.ფოსტა: t.chanturia2011@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tchanturia2011.blogspot.com